“ლიდსის” და “ლივერპულის” ყოფილი თავდამსხმელი, ავსტრალიელი ჰარი კიუელი “მელბურნ ჰართში” ითამაშებს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
2011-2012 წლების სეზონში ჰარი კიუელი “მელბურნ ჰართის” თანაქალაქელი “მელბურნ ვიქტორიას” ღირსებას იცავდა. შემდეგ კი ყატარულ “ალ-ღარაფაში” გადავიდა, მაგრამ მხარეებმა მოქმედი კონტრაქტი ერთ თვეში გაწყვიტეს.