ლონდონის “ტოტენჰემის” მცველი ვლად კირიკეში რუმინეთის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი ოფის მატჩებში ვერ დაეხმარება.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში, “ნიუკასლთან” შინ წაგებულ (0:1) მატჩის შემდეგ, კირიკეშმა სამედიცინო გამოკვლევა გაიარა. როგორც გაირკვა, ის ორ კვირას გამოტოვებს. შედეგად, ცენტრალური მცველი რუმინელებს 15 და 19 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებთან გასამართ შეხვედრევში ვერ დაეხმარება.
მის მაგივრად რუმინეთის ეროვნულ გუნდში ბუქარესტის “დინამოს” მცველ დრაგოშ გრიგორეს გამოიძახებენ.