ფეხბურთი

15:40 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კიკერი”: “გოგია – ორი ნაბიჯი უკან წარმატებისთვის”

გერმანულმა გამოცემა “კიკერმა”, მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” შემტევ ნახევარმცველს აკაკი გოგიას სტატია მიუძღვნა სათაურით: “გოგია – ორი ნაბიჯი უკან წარმატებისთვის”.

ახალი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ ოთხი დღით ადრე, “ჰალეშერის” მენეჯერმა რალფ კიუნემ შეძლო გოგიას გადაბირება. 21 წლის ფეხბურთელს “აუგსბურგში” პირველ ბუნდესლიგაში 12 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში “ზანქტ-პაულიში” 23-ჯერ უთამაშია.

უნივერსალური ნახევარმცველი “ჰალეშერში” “ვოლფსბურგიდან” გადავიდა, რომელსაც მანამდე, ის ხსენებულ კლუბებში განათხოვრებული ჰყავდა.

“მას შეუძლია შეტევაში ყველა პოზიციაზე ითამაშოს და ჩვენ დაგვეხმარება” – განაცხადა კიუნემ გოგიასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმების შემდეგ. მთავარმა მწვრთნელმა სვენ კოლერმა დაამატა: “ენდი დიდი ხნის განმავლობაში პირველ და მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა, რაც მის კლასზე მეტყველებს”. განვლილ თერთმეტ მატჩში გოგიას იმედი არ გაუცრუებია (საშუალოდ “კიკერისგან” 2,95 ქულას იღებდა შეფასებას).

გოგიამ, რომელსაც რთული სახელის გამო, ურჩევნია ენდი დაუძახონ, “ჰალეშერში” გადასვლის მიზეზი ახსნა: “მსურს, რომ აქ განვვითარდე. “ჰალეშერში” ეს შესაძლებელია”. გოგიას სურს, რომ მე-3 ლიგიდან კვლავ გერმანული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდეს.

გოგიას ფილიგრანული ტექნიკა აქვს და ამ თვისების წყალობით მიმდინარე სეზონის ორ მატჩში გოლი გაიტანა - “შტუტგარტი II”-თან და “ხემნიცთან” მატჩებში.

“მას თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტო შეუძლია” – თქვა კოლერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11441