ფეხბურთი

1:21 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიკაბიძემ “ბასტიაში” პირველი მატჩი ჩაატარა

ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა კიკაბიძემ ფრანგული “ბასტიას” მაისური პირველად მოირგო. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა კორსიკელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც “ბასტიას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. არაოფიციალური ინფორმაციით, ლუკას ტრანსფერი 100 ათას ევრომდე დაჯდა.

კიკაბიძე “ბასტიას” შემადგენლობაში “აიაჩოსთან” ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა. ახლო წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა საყრდენმა ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ ქართველი ნახევარმცველი მინდორზე მე-2 ტაიმიდან შეიყვანა და 45 წუთი ათამაშა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კიკაბიძე თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115757