ფეხბურთი

18:06 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიევში სტადიონის სალაროებთან დიდი ამბავია

პარასკევს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ მატჩში უკრაინა საფრანგეთს უმასპინძლებს. შეხვედრა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, არენაზე სადაც ევრო 2012-ის ფინალი ჩატარდა. ოთხშაბათს დილიდანვე ათასობით ადამიანი იდგა სტადიონის სალაროებთან ბილეთების რიგში. ერთი ხანი ჭყლეტვის საშიშროებაც შეიქმნა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები გაკვირვებულნი არიან, რატომ არის რიგში ამდენი ხალხიო. მოგეხსენებათ, უმეტეს ქვეყნებში ბილეთების დიდი რაოდენობა ინტერნეტით იყიდება.

0.136297