ფეხბურთი

10:59 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი ახალ კონტრაქტს გააფორმებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

30 წლის ფეხბურთელს "ბიანკონერთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივება "იუვენტუსთან" თავად ფეხბურთელს არ დაუდასტურებია, თუმცა განაცხადა, რომ მას კარიერის დასრულება ტურინულ გრანდში სურს.

"ჩემპიონატს გამოვიცვლი? ეს შეიძლება სხვა ცხოვრებაში მოხდეს. ვიმედოვნებ "იუვენტუსი" ჩემი ბოლო კლუბია, სადაც ვთამაშობ და კარიერას დავასრულებ", - განაცხადა კიელინიმ.

გიორგი ბალახაძე

 

0.12477