ფეხბურთი

16:13 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კენტ ნილსენი "დილაზე": "ფიზიკურად ვერა, მაგრამ ტექნიკით დანიურ კლუბებს სჯობნიან"

"ოლბორგს" აუგუსტინუსენი გამოუჯანმრთელდა


 

დანიური "ოლბორგის" მწვრთნელმა კენტ ნილსენმა გორის "დილა" შეაფასა და აღნიშნა, რომ რთული მატჩები ელის. ნილსენმა გაიხსენა "დილა"-"ორჰუსის" შარშანდელი დაპირისპირებები. ამასთან, მწვრთნელს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ დანიაში ქართულ კლუბს ცოტა ალმაცერად უყურებენ და იოლ გასეირნებას ელიან...

ნილსენი: "ვიდეოზე ვნახე მათი მატჩები, განსაკუთრებით დამაინტერესა საქართველოს ჩემპიონატის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან დაპირისპირებამ. მაგალითად, თბილისის "დინამოსთან"... გასული სეზონის შემდეგ, "დილადან" 6-8 ფეხბურთელი წავიდა და ამდენივე მივიდა. ეს ცოტა მირთულებს საქმეს, რადგან არ ვიცი, ახალი ფეხბურთელები რა პოზიციაზე თამაშობენ.

...ვნახე "ორჰუსთან" დაპირისპირებების ვიდეო. მათი თამაშის სტილი თითქმის არ შეცვლილა. ერთს ვიტყვი: იოლი გასეირნება არ გველის. "დილა" დანიური სუპერლიგის გუნდებივით კომპაქტური და ფიზიკურად ძლიერი ვერაა, მაგრამ ბურთს კარგად ფლობენ, უფრთხილდებიან და ტექნიკაში უკეთესნი არიან. "დილა" შემოქმედებით ასპექტში ძლიერია.

...ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ევროტურნირის მატჩები. კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. თუმცა, აქ კიდევ ერთ პრობლემაზე ვიტყვი: ხუთშაბათს თბილისში დანიური დროით 16 საათზე ვითამაშებთ. 30 გრადუსი სიცხე, ბუნებრივია, იმოქმედებს. თუმცა, მაგრად უნდა დავდგეთ და "დილას" თავისი თამაშის წარმართვის საშუალება არ უნდა მივცეთ". 

აქვე, საქართველოში ჩამოსულ "ოლბორგის" ფეხბურთელებზე: საყრდენმა ნახევარმცველმა ტომას აუგუსტინუსენმა ტრავმა მოიშუშა და გუნდს ჩამოჰყვა, თუმცა ითამაშებს თუ არა, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სამაგიეროდ, "ოლბორგს" დააკლდება მცველი კენეტ-ემილ პეტერსენი. 22-კაციანი სია ასეთია:

მეკარეები: ნიკოლაი ლარსენი, კარსტენ კრისტენსენი;

მცველები: პატრიკ კრისტენსენი, იაკობ ოლმანი, ლას ნილსენი, ჰერიკ დალსგარდი, იაკობ ბლიობერგი, კასპერ პედერსენი.

ნახევარმცველები: ანდრეს დიუ, რასმუს ვურტცი, ტომას აუგუსტინუსენი, მათიას ვიხმანი, კასპერ კუსკი, ნიკოლაი ტომსენი, ჰალურ ჰანსონი, რასმუს ტელანდერი, ანდრეას ბრიუნი, კრისტიან რაი.

თავდამსხმელები: იეპ კურტი, სიორენ ფრედერიკსენი, რალფ ტოფრი, ლუკას შპალვისი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10402