მსოფლიო თასის აფრიკის შესარჩევ ჯგუფს, ორი ტურის შემდეგ 10 ქულით კენიის ნაკრები ლიდერობს და დიდი ალბათობა იმისა, რომ ინგლისში საქართველოს ნაკრები მეტოქე სწორედ ეს გუნდი გახდეს.
პირველ ტურში ნამიბიის 29:22 დამარცხების შემდეგ, კენიელებმა მადაგასკარში მასპინძელთა ნაკრებს 37:0 სძლიეს და ამჯერადაც მიიღეს პრემიალური ქულა. მეორე შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ნამიბიამ ზიმბაბვეს 24:20 აჯობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებში ნამიბიელებს 13 კაცით მოუწიათ მეტოქის შემეტევების მოგერიება მაგრამ გაძლეს და მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.
მეორე ადგილზე 6 ქულით ზიმბაბვეა, ნამიბიას 5 ქულა აქვს, ხოლო მადაგასკარს - 0. 6 ივლისს, დასკვნით ტურში ზიმბაბვე კენიას ეთამაშება, ხოლო ნამიბია მადაგასკარს შეხვდება. კენიელებმა მცირე სხვაობით თუ წააგეს და პრემიალური ქულა აიღეს, თანაც ისე, რომ ოთხი ლელო არ გაუშვეს, ისინი მსოფლიო თასზე პირველად გავლენ და ჩ ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და საქართველოსთან ითამაშებენ. აფრიკის შესარჩევი ჯგუფის მეორე ადგილოსანი რეპეშაჟში ჩაერთვება და ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება. რეპეშაჟის მეორე ნახევარფინალში ურუგვაი ჰონკონგს ხვდება.