ფეხბურთი

20:45 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კემპესს გულის ოპერაცია უტარდება

ლეგენდარულ არგენტინელ თავდამსხმელს, მარიო კემპესს ამ წუთებში გულის ოპერაცია უტარდება.

60 წლის ვეტერანს, გულის მკვებავი 3 სისხლძარღვი 80%-ით აქვს შევიწროებული, რამაც შესაძლოა ინფაქტი გამოიწვიოს. ამიტომაც, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

კემპესს მთელი საფეხბურთო სამყარო მხარდაჭერის წერილებს უგზავნის, ხოლო “ვალენსია”, რომლის ლეგენდადაც ითვლება არგენტინელი, “სოსიედადთან” მატჩის წინ სპეციალური მაისურით გამოვიდა კემპესის მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, რომ მარიომ 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა არგენტინასთან ერთად, სადაც ასევე საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. “ვალენსიას” ღირსებას კი, 1977-1981 და 1982-1984 წლებში იცავდა, სადაც 184 ჩატარებულ შეხვედრაში 116 გოლის გატანა მოახერხა. “ღამურებთან” ერთად კემპესმა თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგო.

ირაკლი ალიმბარაშვილი

 

0.132604