ფეხბურთი

21:23 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კელმა “დორტმუნდთან” გაახანგრძლივა

გერმანული “დორტმუნდის” კაპიტანმა სებასტიან კელმა კლუბთან კონტრაქტი წელიწადით გაახანგრძლივა. ვეტერანი ნახევარმცველი კარიერის დასრულებას “სიგნალ იდუნა პარკზე” 2015 წლის ივნისში გეგმავს.

“კარიერას 2015 წელს დავასრულებ და იმედია, იქამდე “დორტმუნდში” დაუვიწყარ დროს გავატარებ. ბუნდესლიგაში ჩემი უკანასკნელი სეზონისთვის ვემზადები. ამის შემდეგ, ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ”, - განუცხადა ნახევარმცველმა გერმანულ პრესას.

ცნობისათვის, კელი “დორტმუნდის” შემადგენლობაში მე-13 სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებული 289 მატჩია. გერმანელმა ვერცხლის სინი 3-ჯერ მოიგო.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116037