მალელმა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ იტალიურ "რომასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს. იტალიურმა გრანდმა ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო.
34 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ვალენსიაში" გაატარა. იანვარში, "ღამურებმა" ჩინური "დალიან აერბინისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ ნახევარმცველს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.
სეიდუ კეიტამ ნახევარ სეზონში "ვალენსიას" მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და ერთადერთი გოლი პრიმერადივიზიონში "ალმერიას" წინააღმდეგ გაიტანა.
გიორგი ბალახაძე