კალათბურთი

22:13 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კეცელიდისმა იმნაძე გუნდიდან დაითხოვა

 

საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა “შსს აკადემიამ”, დისციპლინის დარღვევისთვის, გუნდიდან ცენტრალური თავდამსხმელი დავით იმნაძე დაითხოვა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგოს კეცელიდისმა განუცხადა.

“იმნაძე გუნდიდან ერთი დღით დამეთხოვა, მაგრამ გუნდის ვარჯიშებზე რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მივიღე”, - გვითხრა კეცელიდისმა.

მიმდინარე, 2012-13 წლების სეზონს “შსს აკადემია” კარგად ატარებს. “ძალოვნებმა” საქართველოს თასი უკვე მოიგეს. კეცელიდისის გუნდს კარგი შანსი აქვს დუბლი გაიფორმოს, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია და “ოლიმპს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122483