კალათბურთი

19:30 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კეცელიდისი ფედერაციის გულგრილობით უკმაყოფილოა

“შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი გიორგოს კეცელიდისი ფედერაციის გულგრილობით უკმაოფილოა. საუბარია რუსთავის მასპინძლობით ჩატარებული თამაშების ვიდეოებზე წვდომის შესახებ. მან ფედერაციისგან ვიდეოების გამოთხოვნაზე მიიღო პასუხი, რომ რუსთავში მატჩების ტრანსლაცია არ აქვთ. კეცელიდისმა სამართლიანობის პრინციპის დარღვევაზე ისაუბრა.

გიორგოს კეცელიდისი: “არავინ არ იღებს თამაშებს რუსთავში. ამაზე ფედერაციამ უნდა იზრუნოს. ამ შემთხვევაში ბათუმის ვიდეო არ მჭირდება, თორემ ბათუმთანაც იგივე სიტუაციაა. თუ ისინი იღებენ ჩვენს ვიდეოებს, სადაა სამართლიანობა? ლიტვაში, სუპერლიგაში, თამაშიდან 3 საათის შემდეგ, მასპინძელი გუნდი ვალდებულია, თავად ატვირთოს ვიდეო ინტერნეტში. უკვე მრავალჯერ აღვნიშნე, რომ ეს ფედერაციის პრობლემაა, თუმცა იქიდან საპასუხო რეაგირება არ მომხდარა”.

პრესკონფერენციაზე ფედერაციის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ამ პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ ჯერჯერობით რეაგირებას ვერ აკეთებენ.

 

ეკა ლოლუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115658