ფეხბურთი

1:47 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კახაბერ ცხადაძე ბაქოს “ინტერიდან” მიდის

კახაბერ ცხადაძე ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ქართველმა სპეციალისტმა აზერბაიჯანული კლუბი მას შემდეგ დატოვა, რაც “ინტერი” შვედურ “ელფსბორგს” ვერ გაუმკლავდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოელებს გასვლითი მატჩი 1:0 ჰქონდათ მოგებული, შინ კი ასეთივე ანგარიშით წააგეს და პენალტების სერიაში 3:4 დამარცხდნენ. “ნერვები დამაწყდა და წასვლა მინდა. თუკი ჩემს გადადგომას მიიღებენ, მივდივარ”, - განაცხადა თამაშის შემდეგ ცხადაძემ.

კახაბერმა სასტარტო შემადგენლობაში 4 ქართველი ფეხბურთელი დააყენა. საბოლოოდ, გიორგი ლომაიამ (ყვითელი ბარათიც მიიღო) და ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, მოედანზე ყველაზე ცოტა დრო კი ლაშა სალუქვაძემ გაატარა.

ლაშა უკვე მე-3 წუთზე გააძევეს და პენალტიც დაინიშნა, თუმცა ფრიკმა დარტყმა გააცუდა, თამაშიდან ერთადერთი გოლი კი ჰოლმენმა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გაიტანა.

პენალტების სერიაში აზერბაიჯანული გუნდის ფეხბურთელებმა სამი ცდა გააცუდეს და უიღბლოთა შორის თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ალვაროც გახლდათ. მან შეუცვლელად ითამაშე და გაფრთხილებასაც გამორჩა. სამაგიეროდ, თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა ამისულაშვილმა.

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში სკოპიეს “მეტალურგს” ეთამაშება კვიპროსული “ომონია”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელებიც ირიცხებიან. კუნძულელებმა პირველ შეხვედრაში ჩერნოგირიულ “ბუდუჩნოსტს” 2:0 სძლიეს, შინ კი უგოლო ყაიმს დასჯერდნენ.

განმეორებით მატჩში ლევან კაკუბავამ და უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშეს, შოთა გრიგალაშვილმა კი მინდორი 78-ე წუთზე დატოვა.

0.130756