ფეხბურთი

18:47 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძის “ინტერი” “კრასნოდარს” ფრეზე გაეყარა

ბაქოს “ინტერმა” ავსტრიაში საკონტროლო მატჩი გამართა რუსულ “კრასნოდართან”. შეხვედრა 0:0 დასრულდა. კახა ცხადაძემ სამივე ქართველი სასტარტოსი დააყენა: გიორგი ლომაიამ პირველი ტაიმი ჩაატარა, ბაჩანა ცხადაძე 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ალექსანდრე იაშვილი 76-ეზე. იაშვილი აქტიური გახლდათ და მეკარემ ორჯერ აუღო სახიფათო დარტყმული.

“კრასნოდარის” სასტარტოში იყო ქართველი ნიკა ჩხაპელია. ის 19 წლის გახლავთ, ამპლუით ფორვარდია და პირველ ტაიმში ყველაზე მწვავედ უტევდა კრასნოდარელთაგან. ჩხაპელია რუსეთის მოქალაქე გახლავთ. 


0.11414