სხვა

16:03 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავკასიის თასი კარატეში-2013 და ევროპის ჩემპიონატი-2016 საქართველოში

29 სექტემბერს სპორტკომპლექს “არენაში” ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კარატეში – “კავკასიის თასი 2013”. ტურნირში მონაწილეობა 7 ქვეყნის ლიტვის, უკრაინის, საბერძნეთის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის  და საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს.

შეჯიბრება კაცებში სამ წონით კატეგორიაში: -70 კგ. -80 კგ. +80 კგ, ხოლო ქალებში -60 კგ. და +60 კგ. წონით კატეგორიებში ჩატარდა. “კავკასიის თასი 2013”, რომელიც კონტაქტური კარატეს საშეჯიბრო წესებით ტარდება, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

შეჯიბრებას ევროპის კარატეს ორგანიზაციის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, ევროპის მსაჯთა წარმომადგენლობა, ფედერაციების პრეზიდენტები, ასევე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ტურნირის გამარჯვებული კი ლიტვის ნაკრები გახდა 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით.

ტურნირის დასრულების შემდგომ, ევროპის ფედერაციის წარმომადგენლებმა თბილისის სპორტის სასახლე დაათვალიერეს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრ ლევან ყიფიანს, მოადგილე თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა 2016 წელს თბილისში კარატეს ევროპის ჩემპიონატის ჩატარების პერსპექტივები განიხილეს და ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას დაუჭირეს მხარი.

 

კავკასიის თასი კარატეში 2013

29 სექტემბერი, სპორტკომპლექსი არენა

კაცები

70 კგ.

1. ლაშა ხაჭაპურიძე (საქართველო)

2. ევგენი იურუტი (ლიტვა)

3. სერგო მოვსესიანი (საქართველო)

3. ბერდია გორგაძე (საქართველო)

 

80 კგ.

1. ვიტაუტას ცეპლა (ლიტვა)

2. ლევან ცინცაძე (საქართველო)

3. ჰრაჩ გრიგორიანი (სომხეთი)

3. იასირ მამედოვი (აზერბაიჯანი)

 

+ 80 კგ.

1. ანდრიუს დრაუგელისი (ლიტვა)

2. სალაჰატ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3. ედუარდ ჯანოაშვილი (საქართველო)

3. ერეკლე პირველი (საქართველო)

 

ქალები

60 კგ.

1. ინგა მისკაიტე (ლიტვა)

2. სალომე კვალიაშვილი (საქართველო)

3. ნათელა ხორავა (საქართველო)

 

+ 60 კგ.

1. აელიტა ალექსეევა (ყაზახეთი)

2. დიანა ბალსიტე (ლიტვა)

3. თამარ ბიბილეიშვილი (საქართველო) 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.112371