მექსიკური “პაჩუკას” თავდამსხმელმა ფერნანდო კავენაგიმ გადაწყვიტა კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს. მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, 30 წლის არგენტინელი ფეხბურთელი “პაჩუკას” წლის ბოლომდე ეკუთვნის.
France Football-ის ცნობით, კავენაგის სამშობლოში დაბრუნება და “რივერ პლეიტის” მაისურის მორგება სურს, სადაც 2001-2004 და 2011-2012 წლებშიც თამაშობდა.