ფეხბურთი

14:24 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანის პარიზული ხელფასი 12 მილიონი იქნება

თუკი იტალიური “ნაპოლის” მეგოლე ედინსონ კავანი ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდება, მისი წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

დიდი ალბათობით, ურუგვაელი პარიზელებთან კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს. რამდენადაც ცნობილია, კლუბები ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე უკვე შეთანხმებულნი არიან.

კავანი პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მის სანაცვლოდ, ნეაპოლელები 64 მილიონ ევროს მიიღებენ.

 

0.118029