როგორც მოსალოდნელი იყო, “პარი სენ ჟერმენმა” ედინსონ კავანის ტრანსფერი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ურუგვაელმა ვარსკვლავმა პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებს კავანის ტრანსფერი 63 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ედინსონ კავანი “ნაპოლიში” 2010-13 წლებში თამაშობდა. ამ 3 წლის განმავლობაში სერია A-ში ჩატარებულ 104 მატჩში მან 78 გოლი გაიტანა.