ფეხბურთი

12:42 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანი პარიზს ეწვია

 

ჯერ კიდევ იტალიური “ნაპოლის” ფორვარდი ედინსონ კავანი პარიზში დღეს დილით ჩავიდა და თუ სასწაული არ მოხდა, “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტსაც უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ამის შესახებ Tuttomercatoweb-ი იუწყება.

26 წლის ურუგვაელი პსჟ-ში დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც პარიზელთა მაისურით ფოტოს გადაიღებს. სავარაუდოდ, კავანი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება.

კავანის სანაცვლოდ, “ნაპოლი” 60 მილიონ ევროს მიიღებს, 4 მილიონი კი, ურუგვაელის ყოფილ კლუბ “პალერმოს” ანგარიშზე გადაირიცხება.

0.120143