“ნაპოლის” ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოლაპარაკებებს მადრიდის “რეალთან” და “მანჩესტერ სიტისთან” აწარმოებს.
“ედი მოლაპარაკებებს “რეალთან” და “მანჩესტერ სიტისთან” აწარმოებს. 15-20 დღეში მეტი ინფორმაცია გვექნება.
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ედინსონს “ნაპოლი” ძალიან უყვარს. თუ მას წასვლა მოუწევს, ის ამ კლუბს არასდროს დაივიწყებს.” – განაცხადა კავანის დედამ, ბერტა გომესმა ურუგვაულ რადიოსთან საუბრისას.
ცოტა ხნის წინათ, თავად კავანიმაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.