ფეხბურთი

18:51 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კატა დიასი “ბოკა ხუნიორსში” ბრუნდება

მადრიდის “ატლეტიკოს” ვეტერანი ცენტრალური მცველი დანიელ კატა დიასი კარიერას “ბოკა ხუნიორსში” განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას, 34 წლის ფეხბურთელის სიტყვებზე დაყრდნობით, AS-ი ავრცელებს.

კატა დიასი “ატელტიკოში” გასულ ზაფხულში, “ხეტაფედან” გადავიდა, თუმცა დედაქალაქური გუნდის მაისურით მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა.

ვეტერან არგენტინელს “ბოკა ხუნიორსში” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ის ამ კლუბის მაისურით 2005-07 წლებში ასპარეზობდა.

0.116099