ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, სტუმრად “გალათასარაის” დამარცხების (6:1) შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იკერ კასილიასმა წელი დაიზიანა.
“კასილიასმა წელი დაიზიანა და ამიტომ, თამაში ვერ გააგრძელა. ძალიან სამწუხაროა, რადგან მატჩი კარგად დაიწყო და კარგი სეივითაც გამოირჩა. უბრალოდ, მას არ გაუმართლა. “გალათასარაი” პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა და არაერთი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენ ფეხბურთელებს ინდივიდუალური მოქმედების დროს თავდაჯერება არ ჰყოფნიდათ. თუმცა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვთამაშობდით და ამ სტადიონზე ნებისმიერ გუნდს უჭირს” – იუწყება ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილ მატჩში, კასილიასმ ტრავმა სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ მიიღო და პირველი ტაიმის მე-15 წუთზე შეცვალეს.