მადრიდის “რეალის” მეკარის – იკერ კასილიასის შესაძენად ერთბაშად რამდენიმე ძლიერი კლუბი იბრძვის. ამის შესახებ Football Espana იუწყება.
32 წლის ესპანელის შესაძენად, “მილანი”, ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” იბრძვიან. თავდაპირველად, “როსონერის” “გლადბახის” კარის დარაჯის – ანდრე ტერ შტეგენის გადაბირება სურდა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ გერმანელი “ბარსელონას” აირჩევს. ამიტომ, იტალიელები კასილიასზე გადაერთვნენ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კასილიასის ხილვა “დორტმუნდსაც” სურს.