ფეხბურთი

20:12 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “წასვლას არ ვაპირებ”

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის მშობლიური გუნდის დატოვებას აპირებს.

ცოტა ხნის წინათ, 32 წლის კიპერმა განაცხადა, რომ თუ ის მეტ სათამაშო დროს არ მიიღებდა, გუნდის გამოცვლაზე დაფიქრდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, იკერმა აზრი შეიცვალა.

“რეალიდან” წასვლას არც იანვარში ვგეგმავ და არც სხვა დროს. სანამ “რეალთან” კონტრაქტი მაკავშირებს, მანამდე ამ გუნდში ვითამაშებ. არ ვიცი, რა მოხდება ერთი ან ორი წლის შემდეგ, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია.” – ციტირებს იკერის სიტყვებს Marca.

0.111883