ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი იკერ კასილიასი, ურუგვაისთან მოგებული თამაშის შემდეგ აცხადებს, რომ ის თავს ეროვნული გუნდის დებიუტანტად გრძნობდა. ამის მიზეზი კასილიასის დიდი ხნის უთამაშებლობაა.
“ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მწვრთნელმა არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გააკეთა. 5 თვის განმავლობაში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მქოდა მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ ზურგს 145 სანაკრებო თამაში მიმაგრებდა, თავს მაინც დებიუტანტად ვგრძნობდი, როგორც 13 წლის წინათ.” – ციტირებს კასილიასის სიტყვებს Football Espana.