მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, იკერ კასილიასმა, ძირითადი შემადგენლობის შემდეგ, ადგილი სათადარიგოთა სკამზეც დაკარგა. “სამეფო კლუბის” კარის დარაჯი “სოსიედადთან” გასამართი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა.
როგორც ცნობილია, კასილიასსა და ჯერ კიდევ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ. ამის გამო, იკერს 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. ტრავმის მორჩენის შემდეგ, მოურინიომ კასილიასს თავის გამოჩენის შანსი ერთხელაც არ მისცა.
“სოსიედადთან” გასამართი მატჩის განაცხადში პორტუგალიელმა 20 ფეხბურთელი შეიყვანა, მათ შორის 3 მეკარე. ესენი არიან დიეგო ლოპესი, ადანი და ხესუსი. კასილიასს კი ისღა დარჩენია, მომდევნო სეზონს დაელოდოს. როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის ბოლოს, მოურინიო “რეალს” დატოვებს.