ფეხბურთი

21:20 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა”

მადრიდულ დერბიში დამარცხებული “რეალის” კაპიტანი იკერ კასილიასი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი “ატლეტიკოსთან” ქულას იმსახურებდა.

“იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით, მაგრამ მაინც წარუმატებელი თამაში ჩავატარეთ. ეს მტკივნეულია როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

მაყურებელი მაშინ უსტვენს, როცა საჭიროა. მუშაობა უნდა განვაგრძო და მომხდარს საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებით ვუპასუხო.

შედეგი, შესაძლოა, უსამართლოა. ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ “ატლეტიკომ” იცის როგორ ითამაშოს ასეთ მატჩებში და მეტოქეს უნდა მივულოცოთ.” – განაცხადა კასილიასმა “ბერნაბეუზე” 1:2 წაგების შემდეგ.

0.119284