ფეხბურთი

22:59 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასერესს მინიმუმ ერთი თვით უქმობა ემუქრება

ურუგვაის  ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” უნივერსალი მარტინ კასერესი ტრავმირებულია და შესაძლოა, მას უქმობა ერთი თვით მოუხდეს.

კასერესმა ტრავმა ნაკრებში მიიღო. ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის განცხადების თანახმად, მისი კოლუმბიის წინააღმდეგ თამაში გამორიცხულია.

იტალიური პრესის ცნობით, “იუვენტუსის” მთავარი ექიმი, ჯანლუკა სტესინა კასერესს ტურინში ელოდება. ფეხბურთელის კლუბში დაბრუნების შემდეგ, მას დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. წინასწარი გამოკვლევის შედეგები არცთუ სახარბიელოა – კასერესს მენისკი აქვს გაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელს მინიმუმ 1 თვე გაუცდება.

0.118387