კალათბურთი

0:40 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარტერ-უილიამსს საუკეთესო ახალბედას ტიტული ერგო

“ფილადელფია სიქსერზის” გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედად დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ნბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ კარტერ-უილიამსმა 124 შესაძლებლიდან 104 პირველი ხმა მიიღო და 569 ქულა მოაგროვა. მეორე “ორლანდო მეჯიქის” მცველი ვიკტორ ოლადიპო (364) გახლდათ, მესამე კი – “იუტა ჯაზის” წევრი ტრეი ბერკი (96).

ცნობისთვის, კარტერ-უილიამსი 1950-51 წლების სეზონის შემდეგ მხოლოდ მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელმაც საუკეთესო ახალბედას ტიტული ისე მიიღო, რომ ქულების, მოხსნების და პასების მიხედვით პირველ ადგილზე იყო.

საინტერესოა, რომ გასულ დრაფტზე მაიკლი მხოლოდ მე-11 ნომრად აირჩიეს, მისი საშუალო მონაგარი კი 16.7 ქულა, 6.2 მოხსნა და 6.3 პასი გახლდათ.

0.107417