ლვოვის “კარპატის” ვიცეპრეზიდენტმა ვიქტორ ვაცკომ, ტელეგადაცემა “ფუტბოლში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ლევან ყენიამ და მურთაზ დაუშვილმა, კლუბის ხელმძღვანელობის წინადადება არც კი მოისმინეს და წასვლა გადაწყვიტეს.
“იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც არც ერთი წინადადება არ მოისმინეს და მაშინვე განაცხადეს, რომ საკუთარ თავს “კარპატიში” ვერ ხედავენ და კარიერის ლვოვში გაგრძელება აღარ უნდათ. შემიძლია, ამ მოთამაშეების გვარები დავასახელო: ლევან ყენია, მურთაზ დაუშვილი, მიხაილ კოლოპოვეცი. ლევან ყენიას თაობაზე შემოთავაზება დიუსელდორფის “ფორტუნადან” გვაქვს, რომელსაც განვიხილავთ. დაუშვილიც ამბობს, რომ მისი შეძენის მსურველი კლუბიც არის, მაგრამ ჯერ არავის მოუმართავს”, –თქვა ვაცკომ.
შეგახსენებთ, რომ ყენია და დაუშვილი, კიდევ 8 ფეხბურთელთან ერთად, “კარპატის” სლოვენიაში შეკრებაზე არ გაყვნენ და ლვოვში ვარჯიშობენ.