ფეხბურთი

13:25 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატის” თავკაცმა “ილიჩივეცის” ქართველები შეაქო

ლვოვის “კარპატის” მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე სევიდოვის აზრით, ქართველი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ მარიუპოლის “ილიჩივეცმა” მის გუნდთან მატჩში ქულა აიღო.

“ილიჩივეცს” ვერ იცნობ. თავად დაინახეთ, რომ განვლილ მატჩში შედეგი ორმა ქართველმა ფეხბურთელმა “დადო”. ჩვენ კი, დრო გვჭირდება”, – იუწყება სევიდოვის სიტყვებს უკრაინული პრესა.

შეგახსენებთ, რომ “ილიჩივეცი”- “კარპატის” დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მარიპოლელთა რიგებში დავით თარგამაძემ და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. პირველმა მათგანმა თამაშის მიწურულს გამთანაბრებელი გოლი გაიტანა, ხოლო მეორე, ორი ტაიმის განმავლობაში აქტიური იყო


0.11983