ფეხბურთი

16:50 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კარპატის” თავკაცი: “კანკავა საუკეთესო საყრდენია”

ლვოვის “კარპატის” მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ სევიდოვის აზრით, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ფეხბურთელი ჯაბა კანკავა მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია.

“დნიპროს” ნახევარმცველი ჯავა კანკავა ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილში საუკეთესო “საყრდენია”. ის ბევრ ორთაბრძოლას იგებს და ამიტომ, უკრაინის ჩემპიონატის პირველ ნახევარში ამ პოზიციაზე საუკეთესოდ მიმაჩნია” – განაცხადა სევიდოვმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის თაობაზე.

მიმდინარე სეზონში, კანკავამ “დნიპროში” 14 მატჩი ჩაატარა და 13-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111868