ლვოვის “კარპატიმ” ბუბა დაუშვილი უკრაინის პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა. დაუშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომლებიც ტრანსფერზე დააყენეს ამ ზაფხულს. ზოგიერთი ფეხბურთელი გაყიდეს ლვოველებმა (მათ შორის, ლევან ყენია), თუმცა ბევრი მოთამაშე ან უკლუბოდ დარჩა, ან ისევ “კარპატიში” დაბრუნდა.
დაუშვილს კონტრაქტი აკავშირებს ლვოველებთან და შესაბამისად, თავისუფლად ვერსად წავიდოდა. ბუბაზე ინფორმაციას უკრაინული საიტები ავრცელებენ.