ფეხბურთი

12:02 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “არ მიყვარს წარსულზე საუბარი”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ისარგებლა რა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზით, სამშობლოში ჩასვლა გადაწყვიტა. მილანში ის რადისადგურ Deejay-ში მიიწვიეს და 54 წლის სპეციალისტმა საკუთარ გუნდში შექმნილ სიტუაციაზე და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთზე ისაუბრა.

ამასთან, ანჩელოტიმ “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი “რეალის” პორტუგალიელ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

-       იმსახურებს კრიშტიანუ რონალდუ “ოქროს ბურთს”?

-       რა თქმა უნდა. ის მას იმსახურებს და იმედოვნებს, რომ არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდება. კრიშტიანუ მოედანზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს, მაგრამ “ოქროს ბურთი” კლუბის წარმატებაზეცაა დამოკიდებული. რონალდუ პროფესიონალი და სერიოზული მოთამაშეა, ზრუნავს ყველა დეტალზე და არაფერს ტოვებს იღბალზე. ის იდეალურ ფიზიკურ ფორმაშია და მიიჩნევს, რომ დანარჩენი ფეხბურთელები მის დონემდე უნდა მივიდნენ, რათა უმაღლეს დონეზე დავრჩეთ.

-       რას იტყვით ახალგაზრდა რაფაელ ვარანზე?

-       მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსთან” მატჩში შეცდომები მრავლად დაუშვა, ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია. მაისში ვარანმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო 4-5 თვე გაუცდა, მაგრამ მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ უდიდესი მცველი გახდეს.

-       მოურინიოს “რეალში” მუშაობის ბოლო ეტაპზე გუნდში არაჯანსაღი სიტუაცია იყო.

-       დიახ, გუნდში გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ერთიანი, შედუღაბებული კოლექტივი გვყავს. არ მიყვარს წარსულზე საუბარი და მხოლოდ იმ მიზნებზე ვახდენ კონცენტრირებას, რის მიღწევასავ ვგეგმავთ.

-       გაჩნდა ეჭვი, რომ ანდრეა პირლო “რეალში” ითამაშებს...

-       ეს გამორიცხულია, თუმცა ის ერთ-ერთი საუკეთესოა.

0.120158