ფეხბურთი

18:21 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლეს პუიოლი: “შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ”

 

“ბარსელონას” მცველმა კარლეს პუიოლმა არ იცის შაბათს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშებს თუ არა. ტრავმის გამო, თითქმის ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ, 35 წლის მცველი მოედანს პრიმერადივიზიონის გასულ ტურში “ოსასუნასთან” მატჩში (0:0) დაუბრუნდა.

“მწვრთნელთან არ მისაუბრია იმის შესახებ თუ ვინ ითამაშებს. ძალიან ვაფასებ ჩემს მიმართ ნდობას. თუმცა, მაღალ დონზე თამაში ჩვენი გუნდის ყველა მცველს შეუძლია. მოედანზე გასვლის შანსი ყველას აქვს. კარგად მესმის, რომ დიდი ხნის შესვენების შემდეგ დავბრუნდი, ხოლო “კლასიკოსთვის” 100 პროცენტით მომზადებული უნდა იყო. “ოსასუნასთან” მატჩში თავს საუცხოოდ ვგრძნობდი და ყოველ დღე ჩემი მდგომარეობა უმჯობესდება. მოსალოდნელზე უკეთ ვარ. კარგი განწყობა მაქვს და ამიტომ, მოედანზე დახარჯვა მაქსიმალურად შემიძლია. გუნდს ყოველთვის მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. უკვე ორი მატჩია არ მოგვიგია, რის გამო, შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ” – იუწყება პუიოლის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS-ი. 

0.124367