მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაიცვა.
29 აპრილს საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალთან” 0:4 წაგებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდნის შემდეგ, გაჩნდა ვარაუდები, რომ 43 წლის ესპანელის მომავალი გერმანულ კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.
“ბაიერნისა” და პეპ გვარდიოლას ურთიერთობებს ფურცელზე ვერ გადაიტან. ის უდიდესი და წარმატებული მწვრთნელია საკუთარი ფილოსოფიით და ხედვით. გარდა ამისა, ის შესანიშნავი ადამიანია. ბედნიერები ვართ ის ჩვენთან რომ მუშაობს. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ყველაფერ კარგს ცუდად ვერ აქცევს. სულაც არ მრცხვენია და დრამატიზირებაც საჭიროდ არ მიმაჩნია” - განაცხადა რუმენიგემ.