რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ესპანელი ანდრეს კარასკო ზაფხულში საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ჩაუდგებოდა სათავეში. კარასკო რამდენიმე დღეში ოფიციალურად ჩაიბარებს "საბურთალოს” ასაკობრივ გუნდებს, ანუ ყველა ასაკობრივ ჯგუფს გააკონტროლებს.
როგორც იცით, კარასკო თბილისის "დინამოს" აკადემიაშიც მუშაობდა ამ პოსტზე, შემდეგ "მალაგაში" წავიდა და იქ გააგრძელა ასაკობრივი გუნდების კურატორობა.
კარასკო ამ გაზაფხულს იყო ჩამოსული "საბურთალოში", ჩაატარა ვარჯიშები და სემინარები. მის ხელში არაერთ ძლიერ ესპანელ ფეხბურთელს გაუვლია - ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამ პოსტზე გამოცდილება არ დაეწუნება.
და ერთიც: ესპანური Sport-ის ცნობით, კარასკოს მექსიკურ "