ლონდონის “ტოტენჰემის” ფრანგი ნახევარმცველი, ეტიენ კაპუე, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 23 თებერვალს, “ნორვიჩთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. აქამდე უცნობი იყო, რამდენი გაუცდებოდა კაპუეს, მაგრამ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, ტიმ შერვუდის თქმით, მისი მიმდინარე სეზონში დაბრუნება საეჭვოა.
“ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხნით გამოგვაკლდება კაპუე, მაგრამ ეჭვი მეპარება, ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაგვეხმაროს.” – ციტირებს შერვუდის სიტყვებს Goal-ი.