ფეხბურთი

12:01 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო რუსეთში 2018 წლამდე დარჩება

 

67 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ რუსეთის საფეხბურთო კავშირთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ამ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კაპელო რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე უთავკაცებს. მხარეებს შორის აქამდე მოქმედ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წელს, ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის შემდეგ გასდიოდა.

ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2012 წლის ივლისიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით რუსებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 2002 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს მუნდიალის საგზური. ბრაზილიაში ფინალური ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე კაპელოს გუნდის მეტოქეები ბელგიის, კორეისა და ალჟირის ნაკრებები იქნებიან.

0.107204