რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო “ბარსელონაში” ნეიმარის გალიდერებას ელის. “ბრწყინვალე ფეხბურთელია და კატალონიური კლუბის ლიდერად ქცევის აბსოლუტურად ყველა მონაცემი აქვს” – უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ რუსულ სპორტულ გამოცემას.
შეგახსენებთ, ნეიმარის კატალონიურ პერსპექტივაზე პროგნოზი ბოლო თვეებში ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გააკეთა. მათ შორის, “ბარსელონას” ყოფილმა დამრიგებელმა იოჰან კრუიფმაც. ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ლიონელ მესის გვერდით ნეიმარის გაბრწყინების არ სჯერა.