ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსის” კრახის მიზეზი სერია A-ში არსებული არაკონკურენტუნარიანი გარემოა.
“იუვენტუსი” სერია A-ში კარგად გამოიყურება, მაგრამ იგივეს ევროტურნირებზე ვერ ვიტყვით. ტურინელებს კონკურენცია აკლიათ, რაც ჩემპიონთა ლიგის სერიოზულ მატჩებში კარგად ჩანს.
საკმარისია, გუნდების შემადგენლობებს გადავხედოთ. “რომამ”, “ფიორენტინამ” და “ნაპოლიმ”, ზაფხულში, ლამელა, იოვეტიჩი და კავანი გაყიდეს. ეს ფეხბურთელები გუნდის წამყვანი მოთამაშეები იყვნენ. ამის პარალელურად, “იუვენტუსი” გაძლიერდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპის ლიგის ტურინში გამართვა “იუვენტუსისთვის” მთელი ტურნირის განმავლობაში დამატებითი მოტივაცია იქნება.” – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.