ლეგენდარულ გერმანელ მეკარეს, ოლივერ კანს ის ფაქტი აღელვებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, მისი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია.
“ნახევარი წლის წინათ დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების დიდი შანსი გვქონდა. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ესპანეთი და ბრაზილია, მაგრამ ჩვენი გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპზე, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
თუმცა, ახლა, ტრავმების გამო, დიდი პრობლემა გვაქვს. ხედირა, შვაინშტაიგერი, იოზილი, შმელცერი, ჰუმელსი...” – აცხადებს ოლივერ კანი.