ფეხბურთი

18:20 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას უკრაინელებმა ტერიერი უწოდეს

 

როგორც უკვე ვწერდით, ჯაბა კანკავას “დნიპრომ”, შინ 3:1 სძლია დონეცკის “შახტარს”. ქართველი საყრდენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე, დიდი სამუშაო გასწია ცენტრში და დონეცკელთა მძლავრ ნახევარმცველებს, უმეტეს შემთხვევაში სჯობდა.

მაგალითად, “დნიპროს” საიტმა, მატჩში უმაღლესი შეფასება, სწორედ ქართველს დაუწერა – 9,0. მეტიც, ჩვენს გუნდში საყრდენის ზონაში ასე ვინმეს ეთამაშოს, არ გვახსენდებაო.

თუ “დნიპროს” საიტზე ქართველს მონსტრი უწოდეს, უკრაინულმა “ტრიბუნამ” ასეთი მეტსახელი მოუძებნა – “ტერიერი”.

“ქართველმა სუპერთამაში ჩაატარა. თავისი შეუპოვრობითა და ართმევაზე მოქმედებით, კანკავა ფორას მისცემდა ჯენარო გატუზოსა და კლოდ მაკელელეს ერთად აღებულს. ჯაბა რთულ სიტუაციებში ახერხებდა ბურთის მოპოვებას, მეტოქისგან სწრაფად თავისუფლდებოდა და შეტევას იწყებდა. რაც შეეხება ყვითელ ბარათს, ეს, უფრო მსაჯის პრინციპულობას უნდა მივაწეროთ, ვიდრე ქართველის შეცდომას”, – წერს “ტრიბუნა”, რომელმაც ქართველზე მაღალი შეფასება, მხოლოდ დუბლის ავტორ რომან ზოზულიას მისცა.        

0.124235