ფეხბურთი

15:21 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას ორთვიანი მატჩი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენ ნახევარმცველს ჯაბა კანკავას კარიერაში უჩვეულო მატჩის ჩატარება მოუწია.

10 ოქტომბერს, უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში დნეპროპეტროვსკში, “დნიპროსა” და “მეტალისტის” დაპირისპირება სტადიონზე შუქის ჩაქრობის გამო შეწყდა. იმ მომენტისთვის “დნიპრო” 2:1 იგებდა.

უკრაინის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არსებული ანგარიში ძალაში დაეტოვებინა, ხოლო  ხსენებული შეხვედრა 4 დეკებერს დაესრულებინა და გუნდებს ერთი ტაიმი ეთამაშათ. საბოლოოდ, 2 თვე “გაწელილი” დაპირისპირება 2:2 დასრულდა. ოთხშაბათს, “დნიპროს” კარში ერთადერთი გოლი უკრაინის ნაკრების ფორვარდმა ამრკო დევიჩმა გაიტანა. კანკავამ ტაიმი სრულად ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ალექსანდრე კობახიძე მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “დნიპროს” 35 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურის მატჩში ვარშავის “ლეგიამ” შინ ხოჟუვის “რუხი” 2:0 დაამარცხა. ლადო დვალიშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. “ლეგია” 16-გუნდიან ექსტრაკლასას 40 ქულით ლიდერობს.

სამხრეთ აფრიკის PშL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-12 ტურში, “მოროკა სვალოუვსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის, “ვითსი” მიიღო და 0:1 წააგო. ქართველი ნახევარმცველი “მოროკას” სასტარტოში იმყოფებოდა და 70-ე წუთზე შეცვალეს. “მოროკას” 18 ქულა დაუგროვდა და 16 გუნდს შორის მეექვსეა.

0.116778