ფეხბურთი

19:01 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას მეექვსე სიმბოლური, ჩაჩუას - პირველი

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ინტერნეტპორტალ ua-football.com-ის ვერსიით უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეექვსედ მოხვდა.

“კანკავას და როტანის იღბლიანი ურთიერთქმედება რამოსის სათამაშო სქემაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “დნიპროს” ცენტრალური ნახევარმცველები ერთმანეთის გვერდით რამდენიმე წელია თამაშობენ. არადა, ერთი წლის წინ, “კრივბასიდან” დაბრუნებული ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში გაჭირვებით ხვდებოდა. თუმცა, ახლა სასტარტოში ქართველი ლეგიონერის ყოფნა ეჭვს არ იწვევს, ხოლო მისი დუეტი როტანთან შუა ხაზში მოქმედების ეტალონად იქცა. ცალკე შექებას ჯაბა, გუსევის მიერ მიღებული საშინელი ტრავმის ეპიზოდის გამო იმსახურებს, როდესაც არ დაიბნა და კიეველთა კაპიტანს დახმარება აღმოუჩინა და შესაძლოა, სიკვდილსაც გადაარჩინა” – ასე შეაფასა ua-football.com-მა კანკავას თამაში კიევის “დინამოსთან”, რომელიც “დნიპრომ” 2:0 მოიგო.    

აქვე გეტყვით, რომ კარიერის განმავლობაში ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად შეიყვანეს ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ის ინტერნეტპორტალმა football.ua-მ გამოარჩია.

“ახალგაზრდა ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში პირველ მატჩს ატარებდა, მაგრამ საწყისი ნერვიულობის შემდეგ, მოედნის ცენტრში ძალიან კარგად ამოქმედდა და თავისუფალ ზონებსაც კეტავდა. დებიუტისთვის ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.  “სევასტოპოლთან” შეხვედრაში ჩაჩუამ ბურთი 12-ჯერ ჩაჭრა, რაც მინიმუმ სამჯერ მეტია ტურის ნებისმიერი მონაწილის ჩაჭრაზე”.

23-ე ტურში, “კარპატიმ” შინ “სევასტოპოლი” 2:0 დაამარცხა და ჩაჩუამ 90 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110148