ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომლის ღირსებასაც ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე იცავენ, ამხანაგურ მატჩში მოსკოვის ცსკა 1:0 დაამარცხა.
კანკავამ მოსკოველებთან 90 წუთი ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ლობჟანიძე შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა, ხოლო კობახიძე “დნიპროს” რიგებში არ გამოჩენილა.
სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება ლუგანსკის “ზორია”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია გამოდის. მორიგ საკონტროლო შეხვედრაში ლუგანსკელებმა მაკედონიის “ჰორიზონტს” 3:1 მოუგეს. ლიპარტია თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.
მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, რომელიც ასევე თურქეთშია, სპარინგში უზბეკეთის “ბუნედკორს” 4:1 სძლია. მარიუპოლელებში წარმოშობით ქართველმა და უკრაინის მოქალაქე ლევან მახარაძემ მეორე ტაიმი ჩაატარა.
ესპანურ შეკრებაზე ბოლო სპარინგი გამართა მახაჩყალის "ანჟიმ", რომელიც ბულგარულ "ლუბიმეცს" დაუპირისპირდა და 4:0 იმარჯვა. მახაჩყალელთა რიგებში გია გრიგალავამ მეორე ტაიმი ითამაშა.