ფეხბურთი

21:40 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა “დნიპროში” 2018 წლამდე რჩება

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ “დნიპროსთან” კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 28 წლის ქართველი ნახევარმცველი, ახალი ხელშეკრულების თანახმად, დნეპროპეტროვსკელთა რიგებში 2018 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

“საქართველოს ნაკრების კაპიტანი “დნიპროში” რჩება. ჯაბა კანკავამ ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა” – ციტირებს უკრაინული კლუბის გენერალური დირექტორის, ანდრეი სტეცენკოს სიტყვებს  fcdnipro.com-ი.

კანკავა “დნიპროში” 2007 წელს კიევის “არსენალიდან” გადავიდა. 2010-2012 წლებში იჯარის წესით თამაშობდა “კრივბასში”, გუნდში დაბრუნების შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი დნეპროპეტროვსკელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა. გასულ სეზონში კანკავამ უკრაინის პრემიერლიგის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. “დნიპრო” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე დანიური “კოპენჰაგენი” იქნება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115511