ფეხბურთი

13:54 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კანი: “ოქროს ბურთს” რიბერი მიიღებს

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე ოლივერ კანი დარწმუნებულია, რომ “ოქროს ბურთს” ბავარიული კლუბის ნახევარმცველი ფრანკ რიბერი მოიპოვებს. კანის აზრით, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი გასულ სეზონში საუკეთესო იყო.

“რიბერი ამ ჯილდოს ყველაზე მეტად იმსახურებს და მჯერა, მიიღებს კიდეც. რაც შეეხება ლიონელ მესის, მან “ოქროს ბურთი” უკვე საკმარისად მოიპოვა” – უთხრა ოლივერ კანმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.

შეგახსენებთ, ახლახანს თავად ფრანკ რიბერიმაც განაცხადა ერთ ინტერვიუში, რომ “ოქროს ბურთის” მიღების იმედი აქვს. 


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117769