ფეხბურთი

13:43 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანი: “ფავორიტი ბრაზილიაა, დავაკვირდეთ ჩილეს”

 

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის წინ თავისი პროგნოზი გააკეთა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, მუნდიალის ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.

“თასის მოგების ყველაზე რეალური შანსი, ჩემი აზრით, ჩემპიონატის მასპინძლებს აქვთ. ადვილი წარმოსადგენია, რამხელა მხარდაჭერა ექნებათ და რა მოხდება ქვეყანაში, თუ ტიტულს მოიპოვებენ. არც არგენტინა დავივიწყოთ, რომელსაც მართლა ძლიერი გუნდი ყავს. სიურპრიზს კი ყველაზე მეტად ალბათ ჩილესგან უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ევროპულ ნაკრებებს, ესპანეთს და გერმანიას გამოვარჩევ” – განაცხადა კანმა.

0.121574